Monday, November 11, 2019


საკლუბო სამუშაო
საკლუბო მუშაობა
                                   
                                           გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა
       2019 სასწავლო წელს ფუნქცოინირებას იწყებს ნორჩ მკითხველთა  კლუბი  „აისი“ III კლასის მოსწავლეებისათვის. კლუბი იმუშავებს კვირაში ერთხელ და დაეთმობა ერთი საგაკვეთილო საათი. კლუბში ბავშვები სიამოვნებით მოისმენენ და წაიკითხავენ სხვადასხვა ტიპის ქართულ და მსოფლოი ლიტერატურას და ხალისით შეასრულებენ სასწავლო, ინტერაქტიულ აქტივობებს, რომლებიც ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და თვალსაწიერის გაფართოებას, მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბებას. კლუბში შედგენილია სპეციალური პროგრამა ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
        მსურველებმა შეავსეთ შესაბამისი განაცხდის ფორმა.
გელოდებით ბევრი სიახლეებით. ვიმედოვნებ, ერთად საინტერესო სემესტრს გავატარებთ.



                              კლუბის კურატორი მასწავლებელი:  ნანა გოთუა



სსიპ ჯუმათის საკარო სკოლის III კლასში არებულ ნორჩ მკითხველთა კლუბ „აისის“ ჯგუფში გაწევრიანების მსურველთა განაცხადის ფორმა

სახელი გვარი: ---------------------------------------------------------
სკოლა/კლასი: ------------------------------------------------------------
ჩემი ინტერესები: ----------------------------------------------------------
რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი  სასკოლო ნორჩ მკითხველთა კლუბში  „აისში“ მუშაობა, რას მოველი ამ საქმიანობისაგან?
---------------------------------------------------------------------------------
სურვილი მაქვს გავხდე კლუბის წევრი. გთხოვთ, ჩამრიცხოთ ნორჩ მკითხველთა კლუბში „აისი“.


                                                                            თარიღი: --------------------



                                                           





საკლუბო მუშაობა
მკითხველთა კლუბი „აისი“
სლოგანი „ ჩვენ წიგნიერი თაობა ვართ“

 კლუბის ლოგო:
                                     











ნორჩ მკითხველთა კლუბ „აისის“ წესდება
წესდება
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს მკითხველთა კლუბ „აისის“ ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1.      მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.      მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება
3.      კულტურათაშორისი კავშირების ძიება, კულტურათა დიალოგი.
4.      კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
5.      მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება.
6.      ზეპირმეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის, კულტურის, სოციალური, კომუნიკაციის უნარების განვითარება.
7.      ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.
8.      ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა-განვითარება.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:
1.      მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება, გააზრება და გამოყენება.
2.      სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორციელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
3.      ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
  მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა:
       1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, (მათ შორის სხვა  საჯარო, თუ კერძო სკოლის) რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
       2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც. მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
ბ) ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა 
მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოხატავს  ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის  წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს  და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისთვის.
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს
   (საზაფხულო ბანაკის შემთხვევაში-არდადეგებს)
ბ) კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემეგ,
   საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.



                                                                            კლუბის კურატორი: ნანა გოთუა
კლუბმა დაიწყო მუშაობა. პირველ შეხვედრაზე მსურველებმა შეავსეს განაცხადის ფორმა.
მოსწავლეებს გავაცანი კლუბის შექმნის მიზანი და სამუშაო გეგმა.


       


 კლუბის მუშაობის გეგმა, პროგრამა და სამუშაო  გრაფიკი
                                    კლუბის გეგმა
          ნორჩ მკითხველთა კლუბ „აისის“ სამუშაო გეგმა
                                  მასწავლებელი: ნანა გოთუა

კომპონენტები
ინსრტუქცია
1
სასწავლო კლუბის სახელწოდება
ნორჩ მკითხველთა კლუბი „აისი“
2
სწავლების საფეხური
დაწყებითი
3
კლასი
III კლასი
4
სასწავლი საათის ხანგრძლივობა
პირველი სემესტრი
5
სასწავლო საგნის სტატუსი
არჩევითი
6
მასწავლებელი
ნანა გოთუა
7
სასწავლო კურსის ზოგადი აღწერა
კითხვის გაკვეთილები
8
სასწავლო კურსის მიზანი
წიგნიერების დონის ამაღლება. მოსწავლის აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება
9
სასწავლო კურსის ამოცანები
კითხვის უნარის განვითარება;
ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვის მასში მოცემული ინფორმაციის გაგების, გააზრებისა და გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. მეტყველების, აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის, სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
10
საგნის მნიშვნელობა
ეს მიმართულება  ემსახურება მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.
11
საგნის შესწავლის აუცილებელი საბაზისო კომპეტენციები
მეტყველების, კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები
12
სასწავლო დისციპლინის ფორმატი
(სწავლების მეთოდი)
გაკვეთილი პრეზენტაცია
13
სწავლების შედეგები
მოსწავლე შეძლებს მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;

მოსწავლე შეძლებს მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიებას, მონაკვეთების წაკითხვასა და გაგებას;
14
სასწავლო კურსის შეფასება
სიტყვიერი „განმავითარებელი“
15
რესურსები
კლასგარეშე ლიტერატურა, პროექტორი, კომპიუტერი,
მარკერი, ფერადი ფურცლები

                                             


                                                
       პროგრამა
                                   განსახორციელებელი აქტივობების
                            თანმიმდევრობა და    შეხვედრის განრიგი

#
თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
(თემისდასახელება)
დრო
რესურსები
სტანდარტი ესგ-გათვალისწინებული ქართულ ენასა და ლიტერატურაში
პასუხისმგებელი პირი

23.09
მუშაობის გაცნობა კლუბის სახელწოდების შერჩევა, დავალებების განაწილება
 45წთ
საკლასო ოთახი, ფურცელი, კალამი, ჟურნალი

წრის ხელმძღვანელი
1
26.09
ქართული ხალხური ზღაპრები
„ბუ და კაცი“
„მგელი, თხა და კაცი“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
2
3.10
ქართული ხალხური ზღაპრები
„მელია“
„ნადირთა ძმობა“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
3
10.10
იესო ქრისტერ სასწაულები

45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
4
17.10
ქართული საბავშვო მოთხრობების ანთოლოგია
გურამ რჩეულიშვილი „უსახელო უფლისციხელი“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
5
24.10
ნოდარ დუმბაძე „ხაზარულა’
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
6
31.10
ვაჟა-ფშაველა „შვლის ნუკრის ნაამბობი“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
7
7.11
ჯეინ-მარი ლეპრენს დე ბომონის მიხედვით
„ურჩხული და მზეთუნახავი“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
8
14.11
ლევან გოთუა
„ქვის დედაენა“
45წთ
საკლასო ოთახი, რვეული, კალამი, წიგნი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;11;12
ნან გოთუა
9
28.11
ფილმის ჩვენება
„ფიფქია“
45წთ
საკლასო ოთახი
პროექტორი
ქართ.დაწყ.(III).1;2;3;4
6;7;8;9;10;12
ნან გოთუა







                                კლუბის მუშაობის ამსახველი ფოტომასალა









   ჯუმათის საჯარო სკოლის III  კლასის მოსწავლეებთან ერთად ჩატარდა საკლუბო მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა, კლუბის კურატორთან ერთად.

No comments:

Post a Comment