Wednesday, December 18, 2019


სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება
„ჩემი საყვარელი პროფესია’
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
დაწყებითის პედაგოგი
ნანა გოთუა
საკონტაქტო ინფორმაცია
577 61 90 93
სკოლის დასახელება
სსიპ ჯუმათის საჯარო სკოლა
პროექტის ბენეფიციარები
III კლასის მოსწავლეებიდამრიგებელი
მოსწავლეთა რაოდენობა
   6
პროექტის განხორციელების ვადები
15.10-2019წ    25.10. 2019წ
სკოლის დირექტორი
ავთანდილ ჩხარტიშვილი
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ნანა გოთუა
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ჩართულობის მიხედვით;
შეფასება-განმავითარებელი-
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები
ინტერნეტი, კომპიუტრტი
დამხმარე კლასგარეშე სახელმძღვანელო, ფოტოები, მარკერები
პროექტის ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ნაკლები მოტივაცია, უინტერესობა, უპასუხისმგებლობა დაკისრებული სამუშაოს მიმართ;
                               პროექტის აქტუალობა / რით არის ეს პროექტი აქტუალური?
      სხვადასხვა პროფესიის  ადამიანების გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ყველა  პროფესია საჭირო და მნიშვნელოვანია! ყველანი პატიოსნად შრომობენ სამშობლოს საკეთილდღეოდ, იცავენ ბუნებას, ზრუნავენ ბავშვებსა და მოხუცებზე, პატივს სცემენ გმირებსა და ცნობილ ადამიანებს.
         მოსწავლეები გაიგებენ რომ ყველა პროფესია მართლაც დასაფასებელია და მათ  არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენთაგანისთვის. რომ არა პოლიციელი, ექიმი, მეეზოვე, ინჟინერი, მასწავლებელი: არ გვექნებოდა თავშესაფარი, ვერ ვიცხოვრებდით მშვიდად, ვერ ვიმკურნალებდით, ვერ მივიღებდით განათლებას და ა.შ.  
       მოსწავლეები დარწმუნდებიან, რომ მარტო ექიმობა და მასწავლებლობა არ არის საკმარისი პროფესია იმისათვის, რომ მშვიდად და უსაფრთხოდ  შეძლოს ცხოვრება ადამიანმა. 
           მოსწავლეები შეძლებენ,  თანაგრძნობა და დაფასება გამოხატონ თითოეული პროფესიის მიმართ.  მთავარი, პატიოსნად შრომა და სამშობლოს კეთილდღეობაზე  ზრუნვაა.

                                   


                              
                                პროექტის მიზანი
Ø მოსწავლეებში ამაღლდება თითოეული პროფესიის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა;
Ø გაიაზრებენ, გააცნობიერებენ მოსალოდნელ რისკებს ზოგიერთი პროფესიის არ არსებობაზე, მათ დეფიციტსა და ნაკლებობაზე;
პროექტის განსახორციელებლად საჭირო  საქმიანობები / ვადები
I ეტაპი : 15.10.2019წ
სამოქმედო გეგმის შემუშავება, დავალებების გადანაწილება (მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით);
II ეტაპი : 16.10.2019წ
მასწავლებელი ატარებს მარტივ გამოკითხვას:
Ø რას ნიშნავს სიტყვა „პროფესია“?
Ø რომელი პროფესიის ადამიანები მუშაობენ სკოლაში?
Ø რატომ მუშაობენ ადამიანები?
Ø რომელი პროფესიების ჩამოთვლა შეგიძლიათ?
მასწავლებელი ესაუბრება მრავალ პროფესიებზე და სვამს კითხვას:
Ø როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა თოთოეული პროფესიის არსებობა?
მოსწავლეები პასუხობენ;
გამოკითხვის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ ინტერნეტში მიოძიონ ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიების შესახებ,  წარმოადგინონ კლასის წინაშე, ფოტოებთან ერთად.


III ეტაპი:  23.10.2019წ
მოსწავლეებს ევალებათ გამოკითხვის ჩატარება: ჰკითხოს სკოლაში მომუშავე ადამიანებს ან უბნის ექიმს, მეეზოვეს, მზარეულს და ა.შ.   „როგორ და რატომ აირჩიეს თავიანთი პროფესია“.   ჩაიწერონ სიტყვა-სიტყვით და წარმოადგინონ კლასში.
V ეტაპი : 25.10.2019წ
პრეზენტაცია, დისკუსია, პროექტის შეჯამება
გამოფენის მოწყობა - „პროფესიების კოლექცია“,  სადაც  საჭირო  პროფესიის ადამიანები და მათი საქმიანობა იქნება გამოსახული, თოთოეული მოსწავლე დაასახელებს თავიანთ საყვარელ პროფესიას, იმსჯელებენ, რატომ მოსწონთ ის.
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგებ

Ø მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
Ø პროფესიების გააზრება და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარება მოსწავლეებში;










                                            
                                           შეფასების რუბრიკები
#1

პროექტის
მონიტორინგი

ვის მიერ?

როდის?

რა კრიტერიუმებით?
პირველი
მონიტორინგი
მასწავლებელი
16.10.2019
მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
მეორე მონიტორინგი
მასწავლებელი

23.10.2019

მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

საბოლოო შეფასება
მასწავლებელი და მოსწავლეები
25.10.2019
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების  კითხვარი








#2
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
მოსწავლეებს საკუთარი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ
აქტივობებში



მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან



მოსწავლეები არ აცდენენ
პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ იყვნენ მეგობრულნი და კორექტულები

















#3
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
        დიახ
       არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის
აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან


 პასუხისას გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე



სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავსს პროექტებზე





სოციალური პროექტი

პროექტის სახელწოდება
„ჯადოსნური სიტყვები“
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
დაწყებითის პედაგოგი
ნანა გოთუა
საკონტაქტო ინფორმაცია
577 61 90 93
სკოლის დასახელება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა
პროექტის ბენეფიციარები
III კლასის მოსწავლეები და
დამრიგებელი
მოსწავლეთა რაოდენობა
   6
პროექტის განხორციელების ვადები
28.10-2019    6.11. 2019
სკოლის დირექტორი
ავთანდილ ჩხარტიშვილი
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ნანა გოთუა
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ჩართულობის მიხედვით;
შეფასება-განმავითარებელი-
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები
ინტერნეტი, კომპიუტრტი
დამხმარე კლასგარეშე სახელმძღვანელო, მარკერები, ფერადი ფურცლები
პროექტის ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ნაკლები მოტივაცია, უინტერესობა, უპასუხისმგებლობა დაკისრებული სამუშაოს მიმართ;
                               პროექტის აქტუალობა / რით არის ეს პროექტი აქტუალური?
     ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი, არ დაგავიწყდეს  „მისალმება, მადლობა, დამშვიდობება“! ეს არაჩვეულებრივი გონიერი, კეთილი და სასარგებლო სიტყვებია. იმიტომ, რომ სასწაულებს ახდენს. ეს სიტყვები კარგად უნდა იცოდეს მოსწავლეებმა და ხშირად უნდა გამოიყენოს. ამ სიტყვების სწავლა სულაც არ არის ძნელი. მთავარია მონდომება.
        თავაზიანობა არის პატივისცემის გამოხატვა, დახმარების შეთავაზება მისთვის, ვინც ამას საჭიროებს. თავაზიანი ადამიანი არის ის, ვინც ყოველთვის იცის სად, როგორ მოიქცეს.
        ზოგმა შეიძლება იფიქროს, ვისი რა საქმეა, მე როგორ ვიქცევი! მაგრამ, ჩვენ ადამიანებს შორის ვცხოვრობთ და ჩვენი სიტყვები , ქცევები სულ ერთი არ არის გარშემომყოფთათვის.
         მოსწავლეებს ხშირად ბოდიშის მოხდა, პატიების თხოვნა სირცხვილად მიაჩნიათ, რომლებიც იწვევს კონფლიქტს, დაპირისპირებას.
       ამიტომ, გადავწყვიტე დავეხმარო მოსწავლეებს ამ პრობლემის მოგვარებაში და III კლასის მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე პროექტი. მოსწავლეები დარწმუნდებიან თუ რატომ უნდა იყოს ადამიანი თავაზიანი.  მარტო შენი სიტყვები არ უნდა იყოს კეთილი, არამედ ქმედებაც!
          პროექტის განხორციელების შემთხვევაში ამაღლდება  მათი სოციალური უნარ-ჩვევები.
                                  
                               პროექტის მიზანი
Ø სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;
Ø კვლევა-ძიების უნარის განვითარება;
პროექტის განსახორციელებლად საჭირო  საქმიანობები / ვადები

I ეტაპი : 1.11.2019წ
სამოქმედო გეგმის შემუშავება, დავალებების გადანაწილება (მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით);
II ეტაპი : 5.11.2019წ
მოსწავლეებს ევალება, მოიფიქრონ (ფილმებიდან ან ზღაპებდან ), ან გაიხსენონ ისეთი სიტუაციები სადაც იქნება აღწერილი ბავშვის უპატივცემულობა უფროსების მიმართ, უხეშობა, თანატოლების ჩაგვრა,
III ეტაპი:  11.11.2019წ
მოსწავლეებს ევალებათ შეაგროვონ ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც თავაზიანობასა და პატივისცემას გამოხატავს;
IV ეტაპი : 14.11.2019წ
ერთი მოსწავლე, რომელიც გამოყოფილი იქნება მეთვალყურედ, ევალება ჩანაწერების დახარისხება;
 თითოეული სიტუაცია იქნება განხილული;
გაიმართება  დისკუსია, მოხდება შეჯამება;

18.11.2019წ
მოსწავლეები აწყობენ გამოფენას, „ჯადოსნური სიტყვები“,
დიდ ფორმატზე მოათავსებენ თავაზიანობის გამომხატველ სიტყვებს.
VI ეტაპი : 20.11.2019წ
მოსწავლეებს ევალებათ: დაგეგმონ  „მისალოცი სიტყვა“ , რომელსაც სადღესასწაულო სუფრასთან ოჯახის წევრების წინაშე წარმოთქვამ.


პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგებ

Ø მოსწავლეებს ეცოდინებათ რა საოცრებებს სჩადიან „ჯადოსნური სიტყვები“
Ø მოსწავლეებს ეცოდინებათ თუ  რატომ უნდა იყოს ადამიანი თავაზიანი;
Ø მოსწავლეებში  გუნგური მუშაობის, თანამშრომლობისა და კომუნიკაბელურობის უნარების განვითარება;
Ø შეძლებენ ისაუბრონ მსგავსს სიტუაციაში თავად როგორ მოიქცეოდა;












                                            
                                           შეფასების რუბრიკები
#1

პროექტის
მონიტორინგი

ვის მიერ?

როდის?

რა კრიტერიუმებით?
პირველი
მონიტორინგი
მასწავლებელი
16.10.2019
მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
მეორე მონიტორინგი
მასწავლებელი

22.10.2019

მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

საბოლოო შეფასება
მასწავლებელი და მოსწავლეები
25.10.2019
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების  კითხვარი








#2
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
მოსწავლეებს საკუთარი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ
აქტივობებში



მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან



მოსწავლეები არ აცდენენ
პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ იყვნენ მეგობრულნი და კორექტულები

















#3
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
        დიახ
       არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის
აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან


 პასუხისას გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე



სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავსს პროექტებზე