Tuesday, December 17, 2019


                                                       სოციალური პროექტი


პროექტის სახელწოდება
„ტყე- სავანე მყუდროებისა“
განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
დაწყებითის პედაგოგი
ნანა გოთუა
საკონტაქტო ინფორმაცია
577 61 90 93
სკოლის დასახელება
სსიპ ჯუმათის საჯარო სკოლა
პროექტის ბენეფიციარები
III კლასის მოსწავლეები
დამრიგებელი
პროექტის განხორციელების ვადები
1.10-2019წ.     11.10.2019წ
სკოლის დირექტორი
ავთანდილ ჩხარტიშვილი
პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ნანა გოთუა
პროექტის აქტუალურობა
რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?



   პროექტის მიზანი
მოსწავლეები გაიგებენ ხის სასარგებლო თვისებებს;
მოსწავლეებს გაუჩნდებათ თანაგრძნობა ბუნების მიმართ;
ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეებში კვლევა-ძიების უნარის განვითარება.
 ჯანმრთელი გარემოს შექმნა

პროექტის ხელის შემშლელი ფაქტორები/შესაძლო რისკები
ნაკლები მოტივაცია, უინტერესობა, ხმაური
პროექტის განხორციელებისათვის საჭირო რესურსები
ინტერნეტი, კომპიუტრტი
დამხმარე კლასგარეშე სახელმძღვანელო
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ჩართულობის მიხედვით;
შეფასება-განმავითარებელი



პროექტის აქტუალობა

რით არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
         ტყე,  დედამიწის სამოსელია. მათ გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია;
   ტყე ჰაერს ასუფთავებს მტვრისაგან;
  ტყე მძლავრი სანიტარულ-ჰიგიენური ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;
ტყე სიცოცხლის წყაროა. ის აუცილებელი საარსებო გარემოა როგორც ადამიანებისათვის, ისე  ცხოველთა სამყაროსათვის, ტყე წარმოადგენს თავშესაფარს;
 ტყე იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს.
 ტყე  არის მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის ადგილსამყოფელი;
 ტყის ნარგავებს დიდი ესთეტიკური მნიშვნელობა აქვს, იგი ამშვენებს ქუჩებს, მოედნებს
ტყე- ესაა საუნჯე, მცენარეული საფარი-სავანე მყუდროებისა.
ამიტომ აუცილებელია გავუფრთხილდეთ ტყეს!
     ბუნებრივი სიმდიდრეთა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანია ტყე, რადგან მას დიდი ადგილი უკავია მატერიალური დოვლათის შექმნაში.
     ეს ძვირფასი მარგალიტი  კი უმოწყალოდ იჩეხება!
     გავუფრთხილდეთ ჩვენ ეროვნულ საგანძურს-ტყეს!
      გარემოზე ზრუნვა კარგად უსვამს ხაზს ჩვენს პიროვნებას: თუ როგორ ვეპყრობით გარემოს, ასახავს იმას, თუ როგორი ადამიანი ვართ ჩვენ. გარემოზე ზრუნვა და მისი ჯანსაღად შენარჩუნება ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება რომ მომავალ თაობას გადავსცეთ.
    აუცილებელია მოსწავლეებს მიეწოდოს ინფორმაცია, როგორ გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობა ბუნებაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ტყე სიცოცხლისათვის;
  მიმაჩნია რომ სწორედ ადრეულ ასაკში უნდა მოხდეს იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება რომ მომავალში მათი გამოყენება მოთხოვნილებად იქცეს.
      მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს გაჩეხილი ტყეები საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, ფლორასა და ფაუნას. აუცილებელია ამ მიმართულებით მოსწავლეების ინფორმირებულობა, რათა გავუმკლავდეთ ამ სერიოზულ პრობლემას.



             პროექტის მიზანი: 

ü  მოსწავლეები გაიგებენ ხის სასარგებლო თვისებებს;
ü  მოსწავლეებს გაუჩნდებათ თანაგრძნობა ბუნების მიმართ;
ü  ჩამოუყალიბდებათ გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის უნარ-ჩვევები

პროექტის განსახორციელებლად საჭირო  საქმიანობები / ვადები
I ეტაპი 1. 10.2019 -სამოქმედო გეგმის შემუშავება, დავალებების გადანაწილება (მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით);

II ეტაპი 2.10.2019 -თემის შერჩევა
მოსწავლეებს მივაწოდე თემები და შეარჩიეს ერთ-ერთი მათგანი „ტყე- სავანე მყუდროებისა“;
მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ  შემდეგ საკითხებზე და დაევალათ ამ საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება;
Ø რა იციან ტყის შესახებ
Ø რა სარგებლობა მოაქვს ტყეს
Ø რა ზიანი მოაქვს ტყის ჩეხვას
Ø რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას
III ეტაპი 10.10.2019  - მოძიებული მასალის წარდგენა, შეჯამება
IV ეტაპი 11.10.2019  -უფროსების დახმარებით სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა დარგეს ხეები.

პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები
Ø  გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიებისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარები;
Ø  მიხვდებიან რომ გაფრთხილება სჭირდება  გარემოს;





                                          

შეფასების რუბრიკები
#1

პროექტის
მონიტორინგი

ვის მიერ?

როდის?

რა კრიტერიუმებით?
პირველი
მონიტორინგი
მასწავლებელი
7.10.2019
მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი
მეორე მონიტორინგი
მასწავლებელი

9.10.2019

მოსწავლეზე დაკვირვების ცხრილი

საბოლოო შეფასება
მასწავლებელი და მოსწავლეები
10.10.2019
მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი და მოსწავლეთა თვითშეფასების  კითხვარი








#2
მოსწავლეთა დაკვირვების ცხრილი
კრიტერიუმები
მცირედ
საშუალოდ
მთლიანად
მოსწავლეებს საკუთარი წვლილი შეაქვთ პროექტით გათვალისწინებულ
აქტივობებში



მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან



მოსწავლეები არ აცდენენ
პროექტით გათვალისწინებულ შეხვედრებს და ცდილობენ იყვნენ მეგობრულნი და კორექტულები

















#3
მოსწავლეთა თვითშეფასების ცხრილი
კრიტერიუმები
        დიახ
       არა
ხალისით ვმუშაობდი პროექტის
აქტივობებზე


ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა
წევრთან


 პასუხისას გულახდილი ვიყავი დასმულ შეკითხვებზე



სიამოვნებით ვიმუშავებდი კიდევ მსგავსს პროექტებზე








                                           


No comments:

Post a Comment