Thursday, November 21, 2013

გილოცავთ მთავარანგელოზობას

ჯუმათის მონასტერი — მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი გურიის მხარეში, სოფელ ძირიჯუმათშიოზურგეთიდან14 კმ., გურიის ქედზე, მდინარე სუფსის ხეობაში. მონასტრიდან ფაქტობრივად მთელი დასავლეთ საქართველო ჩანს: კოლხეთის დაბლობი,კავკასიონიპალიასტომის ტბააჭარის სანაპირო ზოლი. მონასტრის მოქმედება აღდგა 1990 წლიდან. ჯუმათი იყო საეპისკოპოსი ცენტრი ჯუმათის ეპარქიისაა XV-XIX საუკუნეებში[1].


        მონასტერი მოიცავს მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიას, გალავანს და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობებს. ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია. დიმიტრი ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება. 1847 წელს ის რუხი პორფირის ქვებით მოუპირკეთებიათ. სამხრეთის მხრიდან მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი, დასავლეთიდან კი კარიბჭე. გალავანში ჩაშენებულია სამრეკლო (1904 წ.). სამრეკლოს კვადრატულ საფუძველზე ამოყვანილი იყო მაღალყელიანი, ექვსსარკმლიანი, ქვით ნაშენი გუმბათი, რომლის ზედა დანგრეული ნაწილი ბოლო დროს აღადგინეს.
ჯუმათის ეკლესია იყო ეპარქიის ცენტრი, ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის.


No comments:

Post a Comment