Thursday, November 21, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში



პროექტის მთავარი იდეა: როდის გავრცელდა ქრისტიანობა საქართველოში?

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებმა შეძლონ გარკვევა თუ რა წვლილი მიუძღვით ქრისტეს მოწაფეებს: ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს, რომლებმაც პირველ საუკუნეში ქრისტიანობა იქადაგა საქართველოში. გაეცნობიან მოსწავლეები რომ საქართველოში, სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის წმ. ნინოს, რომელიც ქართულმა ეკლესიამ მოციქულთა სწორად  გამოაცხადა. წმ. ნინო საქართველოში შემოვიდა მე-4 საუკუნეში.



პროექტის მიზნები: მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ განსაზღვრონ რამდენად მნიშვნელოვანი ქალაქია ქრისტიანთათვის მცხეთა. ვინაიდან, იქ სადაც დგეს სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული, ამ ეზოში წმ. ნინოს 9 თვე უცხოვრია. დაეუფლებიან კონკრეტულ ცოდნას ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით.



მონაწილეთა ასაკი: 15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:7 დღე

მოსალოდნელი შედეგები: იციან რომ ქრისტიანობა ქართლში, უცხოეთიდან მოსულმა ქალმა, ნინო კაპადოკიელმა იქადაგა. მან მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა მოარჩინა და გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ, ქართლის მეფემ იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება.



პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კლასგარეშე სახელმძღვანელო, კომპიუტერი;

პროექტის მსვლელობა:

აქტივობა-1 გავაცნობ პროექტის სახელწოდებას და შესასრულებელ  სამუშაოებს;

აქტივობა-2 მოსწავლეები გაიყოფიან 2 ჯგუფებად;

1-ჯგუფი: დაევალებათ ინტერნეტიდან მასალის მოძიება და თემაზე მუშაობა წერილობით, რა იციან და რა უნდა იცოდნენ ამ თემის ირგვლივ;

2-ჯგუფი: ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება;

აქტინობა-3 მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება მასწავლებელთან ერთად;

აქტივობა 4 - პროექტის შეფასება:                          


კრიტერიუმი
დაბალი
სასუალო
მაღალი
ჯგუფური მუშაობა
დავალების შესრულების დროს არ არის მიზანმიმართული
ჯგუფი მუშაობს, მაგრამ არ არის მიზანმიმართული
ჯგუფი სამუშაოს ასრულებს დროზე და მიზანმიმართულია
პრეზენტაცია
საუბარი ბუნდოვანია, პრეზენტაცია ზედაპირულია
საუბარი გასაგებია, დავალება ორგანიზებულია
პრეზენტაცია ზედმიწევნითაა ორგანიზებული, მაჯელობს თავისუფლად საკითხებზე

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია;

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა გოთუა


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gotuanana5@gmail.com

No comments:

Post a Comment